გიორგი ახვლედიანი: "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ელოდება!

გიორგი ახვლედიანი: "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლების  ხელში ჩაგდებას ელოდება!

  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ "ნაციონალების" აქციას აფხაზეთის თემატიკასთან საერთო არაფერი აქვს.


  გიორგი ახვლედიანის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციამ რეგიონებში ხალხის მობილიზება უკვე დაიწყო და მათ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ 50 ლარს სთავაზობს.

  "ეს აქცია მიმართულია იქითკენ, აჩვენონ, რომ ცოცხლები არიან, რომ მათი პოლიტიკური გუნდი გადარჩა და თუ საჭირო იქნება, ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვლენ. მათი ლიდერი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კი არ საუბრობს, როგორც ამას ჩვენ ვითხოვთ, არამედ, ამბობს, 2016 წლამდე რა დაიცდისო. ის ელოდება, რომ ხელისუფლება ძალიან მალე ხელში ჩაიგდოს",- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა გაზეთ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: