არასამთავრობოები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
"სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს დაიწყება. მისივე თქმით აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და კამპანია გაგრძელდება.
-"25 ნოემბერს მოეწყობა მსვლელობა. ღონისძიებაში მონაწილეობას ათობით ორგანიზაცია მიიღებს. ასევე ვწერთ მიმართვას, რომელსაც მედიასაშუალებებით მოგვიანებით გავავრცელებთ. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, აქციას შემოუერთდეს.
მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოჯახური ძალადობის ხასიათის დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს"-ამბობს ლომჯარია.