დავით ნარმანია: ვემხრობი საბაგიროს ძველი სადგურის აღდგენას!

დავით ნარმანია: ვემხრობი საბაგიროს ძველი სადგურის აღდგენას!

    საბაგიროს ძველი სადგურიდან აღდგენა ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა დამატებითი ხარჯების გაწევასთან იქნება დაკავშირებული. განცხადება ამასთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.


"მოვისმინე მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბაგირო გაკეთდეს ძველი სადგურიდან, რაც ერთ-ერთი ალტერნატივაა, თუმცა დამატებითი ხარჯების გაწევასთან ნამდვილად იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვსწავლობთ ორივე ვარიანტს და შინაგანად მე თვითონაც ვემხრობი იმას, რომ თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელი იქნება, ძველი საბაგიროს ტერიტორიიდან მოხდეს საბაგიროს ასვლა მთაწმინდის სადგურზე",-განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისათვის, ვარდების მოედანი არქიტექტურებსა და ხელოვანების გარკევულ ჯგუფს საბაგიროს სადგურისთვის შეუფერებელ ადგილად მიაჩნიათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: