ევროკავშირი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავშეკავება გამოიჩინოს!
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და თავი აარიდოს ნებისმიერი სახის ქმედებასა და განცხადებას, რაც ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვუწოდებთ ინციდენტის გამოძიებისკენ", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფისა და სამი თანათავმჯდომარის ძალისხმევას.