თეა წულუკიანი: აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროზე დასკვნის დადებაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ!

თეა წულუკიანი:  აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროზე დასკვნის დადებაში განსაკუთრებულს  ვერ ვხედავ!

"აუდიტის სამსახური არა მხოლოდ თავდაცვის სამსახურში, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც იყო შემოსული", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ რაღაც განსაკუთრებულს, აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვის სამინისტროზე დასკვნის დადებაში ვერ ხედავს. 

"ჩვენ ვთანამშრომლობდით მათთან, შემოწმებული ვართ, ჩვენთან დაკავშირებითაც მოამზადა დასკვნა, რომელსაც ველოდებით, რომ მივიღებთ. ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა, მე პირადად, ვერ ვხედავ, რადგან იუსტიციის სამინისტროშიც იყო აუდიტის სამსახური შემოსული და ეს ჩვეულებრივი შემოწმების პროცესია. მეც ველოდები, ჩემს სამინისტროსთან მიმართებაში რას იტყვის აუდიტის სამსახური", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


როგორც წულუკიანმა განმარტა, აუდიტის სამსახურის მასალებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესახებ არის მომზადებული, არ იცნობს და შეფასებას ვერ გააკეთებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: