დავით ონოფრიშვილი: მხოლოდ ერთი უწყებით დაინტერესება გარკვეულ ტენდენციურობას აჩენს!
პროკურატურის მხრიდან მხოლოდერთი უწყებით დაინტერესება გარკვეულ ტენდენციურობას აჩენს, რაც განსჯის საგნდ უნდა იქცეს. აღნიშნულ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლისა და პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილმა გააკეთა.
როროგრც ონოფრიშვილმა განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო ის უწყებაა, სადაც ახალაია-კეზერაშვილის დროს დიდი კორუფცია იყო.
"კეზერაშვილის პერიოდში ერთ-ერთ საქმეში ამერიკის მოქალაქეებიც იყვნენ გარეულნი. ისეთ უწყებაში, როგორიც თავადაცვაა და რომელიც წარმატებული იყო, ცხადია იდეალური არაფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს რეგიონში სერიოზული მიღწევები გვაქვს და მითუმეტეს სამინისტროში იყო გამჭვირვალობაც. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მიზანმიმართულად თავდაცვის უწყების მიმართ. გარკვეულწილად კი ჩანს, რომ ეს ალასანიას წინააღმდეგაც არის მიმართული," - ამბობს ონოფრიშვილი.