ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე ვმოქმედებთ!

ირაკლი სესიაშვილი: ჩვენ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე ვმოქმედებთ!

 ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფში აუცილებლად იმსჯელებენ. აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილი აკეთებს .

 

 სესიაშვილის ცნობით,  მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფის ორი სხდომა იგეგმება.

  "მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ნდობის ჯგუფს აქვს თავისი კომპეტენცია და თავისი უფლება. ჩვენ ვმოქმედებთ ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე. როგორც კანონშია მითითებული, ისე ჩავატარებთ მინიმუმ ორ სხდომას ამ წელიწადში. ერთს მივუძღვნით ე.წ.კაბელების საქმეს. ამავე სხდომაზე, ჩვენ ვეცდებით, რომ გავაანალიზოთ აუდიტის სამსახურის ანგარიშები და ეს იქნება 2011, 2012 და 2013 წლის შეფასება. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდებოდა საიდუმლო შესყიდვების განხორციელება. რაც შეეხება მეორე სხდომას, ჩვენ განვიხილავთ მთლიანად ბოლო ორი წლის მანძილზე სახელმწიფო სამსახურებში იარაღის შესყიდვების საქმეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: