"საქართველოს პროგრესის ცენტრი":ახალგაზრდებო, არ მოტყუვდეთ, არ შეურთდეთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას!
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პროგრესის ცენტრი" ახალგაზრდებს მიმართავს, 15 ნოებერს "ნაცონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ.
აღნიშნული მიმართვა "საქართველოს პროგრესის ცენტრის" წევრებმა ოთარ გრიგოლიამ და ნიკო ქობულაძემ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენცაიზე გააჟღერეს.
"ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, არ შეურთდეთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, დაიბრალოს, რომ იმ იდეების გამტარებელია, რაც ჩვენ, ახალგაზრდებს, მოგვწონს, მაგრამ ეს ასე არ არის.
არ მოტყუვდეთ იმ პატრიოტული რიტორიკით, რომელსაც აჟღერებს ის პოლიტიკური ძალა, რომლის მოღვაწეობაც ამ საკითხთან მიმართებაში შეცდომებითაა სავსე!"-განაცხადა ნიკა ქობულაძემ.