"მთავარია სიტყვა იქცეს საქმედ" (ვიდეო)

"მთავარია სიტყვა იქცეს საქმედ" (ვიდეო)

   საქველმოქმედო აქციის "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" საინიციატივო ჯგუფის სახელით "ივერიონის" პრესკლუბში ჯგუფის წევრებმა: ხატია წერეთელმა (მომღერალი), ვახტანგ ჟორდანიამ ("სოციალ-დემოკრატიული პარტია") და მამუკა ლომაშვილმა (მსახიობი) საზოგადოებას მიმართეს და დააანონსეს, რომ აქციის ფარგლებში იწყება "მაჩაბელას" თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლები. მათი თქმით საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მთავარია სიტყვა იქცეს საქმედ. სწორედ ამიტომ აქცია "ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით" ეხმარება 12 შვილიან ლალი გამჯაშვილის ოჯახს. ბილეთების რეალიზაციით შემოსული თანხით ოჯახს გაურემონტდება საძინებელი ოთახი და სახლში ასასვლელი კიბე.

   საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოუწოდეს ყველას, განსაკუთრებით კი სამთავრობო სტრუქტურებს და ბიზნესმენებს შეუერთდნენ აქციას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: