საინფორმაციო ბანერები 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე განთავსდა

საინფორმაციო ბანერები 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე განთავსდა

საქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდი "ტაძრელი" და ახალციხის მერია რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის" პრეზენტაციას დღეს, რაბათში 17:00-ზე გამართავენ.

"პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. ესენია: რეალური გზა, რომელიც შედგება 60 კულტურული - ისტორიული მნიშვნელობის ძეგლისგან და მარკირებულია 60 ინფო პანელითა და 8 საგზაო მანიშნით; მეორე - ვირტუალური ელექტროგზა, რომელიც მოიცავს ვებპორტალს, 5 სმარტფონის აპლიკაციას მულტიმედიური შინაარსის მონაცემთა ბაზით, სოციალურ ქსელში ინტეგრაციით და ვირუსული მარკეტინგით და  მესამე - ონლაინცნობარი, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ პროვაიდერებს, უზრუნველყონ მათი მომსახურება: საცხოვრებელი, კვება, ადგილობრივი საქმიანობა, სუვენირები, ხელობა, ადგილობრივი გიდები და სხვა".

საინფორმაციო ბანერები 60 ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე განთავსდა. მათ შორის: ვარძიაში, ხერთვისში, რაბათში, აწყურში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სხვა ძეგლებზე. დღეს კი, პროექტის პრეზენტაციაზე სტუმრბს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ როგორც მუზეუმი, ისე რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსი და უნიკალური საარქივო ფოტოგამოფენა და დაესწრონ მუსიკალურ ჯგუფ "სახიობას" კონცერტს. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია ანალიტიკური პორტალი "კვირა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: