გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრებს!

გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრებს!

  ურიგო არ იქნება, პარლამენტს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს. აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

"საქართველოს პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რაც ჩვენც არაერთხელ გვითქვამს. რაც შეეხება დებატებს, რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს. "ნაციონალების" სურვილია, ყველა თემიდან შექმნან ისეთი სკანდალი, რომელიც 15 ნოემბრის აქციის გამართვაში დაეხმარებათ, რომელიც ვითომდა ეძღვნება ანექსიას, სინამდვილეში არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, შექმნან დაძაბულობა, რომელსაც არ მივესალმები", - განაცხადა ვოლსკიმ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: