დევიდ ქემერონი: უკრაინაში რუსეთის ქმედებები სანქციების გაფართოებას გამოიწვევს!
"თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებისადმი პოლიტიკურ მიდგომას აირჩევს, შესაძლოა ამან სანქციების გაუქმება გამოიწვიოს". განცხადება ამის შესახებ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
.
ქემერონის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას დამოუკიდებლად და თავისუფლად განვითარების საშუალება უნდა მისცეს.
"თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებისადმი პოზიტიურ მიდგომას აირჩევეს, შესაძლოა, ამან სანქციების გაუქმება გამოიწვიოს. თუმცა, თუ რუსეთი განაგრძობს ვითარების გამწვავებას, ამან შესაძლოა, სანქციების გაფართოება გამოიწვიოს. ყველაფერი მარტივია", - აღნიშნა დევიდ ქემერონმა.