ირმა ინაშვილი: ეს კაცი ნამდვილი ეშმაკია!

ირმა ინაშვილი: ეს კაცი ნამდვილი ეშმაკია!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ  გვერდზე  მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება:

"სააკაშვილის მორიგი ტყუილი: "პირველი, რაც გააკეთა მთავრობამ 2012 წელს, ისაა, რომ დახურა ტელეკომპანია "პიკი".

სიმართლე: ხელისუფლებას "პიკი" არ დაუხურავს. მეტიც, "პიკი", "ალანია", უშუალოდ სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის ჩარევით ( ზეწოლით, მუქარით, უკანონობით, დირექტორის ცემით და დაყრუებით, ანუ დაინვალიდებით) "ობიექტივისთვის" წართმეულ სიხშირეზე უკანონოდ დასვეს. მთელი 10 წელი დაგვჭირდა, რომ ეს დაგვემტკიცებინა და "ობიექტივის" კუთვნილი 35-ე დეციმეტრული სიხშირე დღესაც ვერ დავიბრუნეთ. მის ნაცვლად, სულ სხვა, 54-ე დეციმეტრული სიხშირე მივიღეთ. "პიკის" მფლობელებთან პირადი შეხვედრა მქონდა, დაახლოებით ერთი წლის წინ... და ისინი არხის მოქირავებაზე მესაუბრებოდნენ. თუ წაართვეს, რას მაქირავებდნენ? ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, მუდმივი ტყუილი. ეს კაცი ნამდვილი ეშმაკია, ტყუილის მამა", - წერს ინაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: