2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 775 მილიონი ლარით განისაზღვრა
საქათველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში ნოდარ ხადურმა წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრმა მომდევნო წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლების მსგავსად, 2015 წელს მთავარ პრიორიტეტად ჯანდაცვის სამინისტრო და მიმდინარე პროექტები რჩება.
დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 775 მილიონი ლარით განისაზღვრა.
საქართველოს ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტთა დასაფინანსებლად 1მილიონ 154 მილიონი ლარი გამოიყო.
განათლების სფერო კი 854 მილიონი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, ხადურის ინფორმაციით, მომავალ წელს უწყება 640 მილიონი ლარით დაფინანსდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, 615 ლარით განისაზღვრა