გია სალუქვაძე:-"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ არ მოერიდებიან შეიარაღებულ აჯანებასაც"

გია სალუქვაძე:-"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ არ მოერიდებიან შეიარაღებულ აჯანებასაც"

   არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" საგანგებო მიმართვას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე გია სალუქვაძე ამბობს, საქართველოში ჩამოსულები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალოვანები, რომელთაც დავალებული აქვთ არეულობის და თბილისური მაედანის მოწყობა.

   -"მაქვს უტყუარი ინფორმაცია უკრაინიდან, რომ საქართველოში ჩამოსულია ყოფილი ძალოვნები, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ სეპარატისტებთან და ისინი მთლიანად მართული იყვნენ ყოფილი ხელისუფლების მაღაჩინოსნების მიერ, მათთან ერთად ჩამოსულები არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაც საკმაო გამოცდილება აქვთ ქუჩის ქაოსის შექმნაში. 

   დღევანდელ დღეს "ნაცონალური მოძრაობა" ატარებს აქციას "არა ანექსიას!",  ჩამოსული ჯგუფების ძირითადი მიზანია დღეს შექმნან დასტაბილიზაცია. ისინი არიან გამოცდილი სტრუქტურის წარმომადგენლები, თავიანთი გამოცდილება გაიმყარეს უკრაინაში და ახლა მათი სამიზნეა ქართველი ხალხი. მე მოგახსენეთ არსებული რეალობა და როდის განახორციელებენ თავიანთ მზაკვრულ გეგმას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ახლა მთავარია რას მოიმოქმედებს მთავრობა და როგორ შევძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ არ მოერიდებიან შეიარაღებულ აჯანებასაც"-განაცხადა სალუქვაძემ.

    როგორც თავად ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, ეს ინფორმაცია უშუალოდ მიაწოდა ჩამოსულ ძალოვანებთან დაახლოებულმა პირმა, რომელსაც თავადაც შესთავაზეს საქართველოში ჩასვლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: