მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა თბილისის ბიუჯეტში აღარ ჩაიდება

მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა თბილისის ბიუჯეტში  აღარ ჩაიდება

   თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის თანხები აღარ იქნება ჩადებული. როგორც საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ "კომერსანტის" შემაჯამებელ გადაცემაში განაცხადა, 2014 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეობისთვის 10 მილიონიანი პროექტი იყო გათვალისწინებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ მეწარმეების მხრიდან გამოხმაურება ძალიან დაბალი იყო და თანხის მხოლოდ 6%–ის ათვისება მოხდა, ჯაბა სამუშიას თქმით, ამ მიმართულებით თანხის ჩადება საკრებულომ მიზნობრივად აღარ მიიჩნია, მისივე მტკიცებით მნიშვნელოვანია თითოეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, თუმცა მკვდრადშობილ პროექტებზე მერიამ და საკრებულომ უარი თქვა. სამუშიას განმარტებითვე ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ხალხს მოუგვაროს პრობლემები.

 

   ამიტომ 2015 წლის ბიუჯეტში თანხები ჯანდაცვის, სოციალური პროექტებსა და ინფრასტრუქტურაზეა მიმართული. 

 

   ცნობისთვის: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს უნდა შევიდეს, ბიუჯეტი 800 მილიონიანია, ძირითადი პრიორიტეტები ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვაა.

   წყარო: "კომერსანტი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: