კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს!

კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს!

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა, რომ საქართველოში პრობლემა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს. განცხადება ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 


"2014 წლის 12 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოიტანა დასკვნითი რეზოლუცია და ფაქტობრივად დაიხურა საკითხი, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რომელიც შეეხებოდა სისტემაში ჯანმრთელობის პროგრამის ხელმისაწვდომობას.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა, რომ საქართველოში პრობლემა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აღარ არსებობს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა!" - განაცხადა კახიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: