სალომე ზურაბიშვილი:-"წადი, მიშა, საქართველოსთვის ბრძოლისა არაფერი გაგიგია!"

სალომე ზურაბიშვილი:-"წადი, მიშა, საქართველოსთვის ბრძოლისა არაფერი გაგიგია!"

   "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ აქციას "არა ანექსიას" სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

    -"15 ნოემბერის შესახებ მოკლედ დავწერ რამეთუ ეს მოგონილი თარიღია (რას უკავშირდება?), მოგონილი თემა ( არავინ არ ებრძვის ოკუპაციას გამოსვლებით! ) არა

ლეგიტიმური წამოწყებაა იმათგან ვინც დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ მიუმატეს კოდორი, ლიახვის ხეობა და ახალგორი, შეუწყვეს ხელი დამოუკიდებლობის გამოცხადებას, და ყველაფრის მიუხედავად ომში გამარჯვებას ზეიმობდნენ !!! ... 

   რაც მთავარია გაუგებარია რისთვის და ვისკენ არის მიმართული ასეთი "დემონსტრაცია" : უცხოეთს დღეს სულ არ აინტერესებს ჩვენი დროშების ფრიალი და სტერილური ძახილები, საერთოდ საქართველოს მოთხოვნებსაც ნელნელა ივიწყებს და თუ გვინდა ჩვენი პოზიციები გავამხნევოთ და ჩვენი მოთხოვნები გავაცოცხლოთ, ამას უნდა სულ სხვა მუშაობა, ახალი ინიციატივები, საკითხის ახალ ჭრილში დაყენება და სხვანაირად მიწოდება... რასაც ნამდვილად ვერ მივახწევთ არეულობით, დესტრუქციულობით და ჩვენივე კოზირების დისკრედიტირებით ... 

   ამას სჯობს სახლში ვიჯდეთ და ვიფიქროთ ჩიხიდან გამოსვლის რა გზები დაგვრჩენია ყველას ერთად!

არც ერთ სიტყვას არ შევცვლიდი დღევანდელი კადრების ნახვის მერე ჩემი ადრე კომენტარიდან... ყველაფერი ასეა და ეხლა ითვალეთ 5, 8 თუ 12000 კაცი იყო... 

ყველაფერი ხომ გასაგებია და შებრუნებითი სკალა სრულად გამოყენებული იქნა დღეს კიდევ ერთხელ მათი ბელადების მიერ. მოვისმინეთ მობეზრებამდე ძახილები: სამშობლო, ევროპა, დემოკრატია!!!! 

   ილია, დავითი, სულხან საბა, ქაქუცა .... მიშამ ყველა მოიშველია! ... 

   მე კი ერთი კითხვით შემოვიფარგლები:

   რომელმა ერთმა მის მიერ ჩამოთვლილი სახელმწიფო მოღვაწეებიდან მისცა უფლება საქარღველოსი ასე ორად გაყოფისა ... ნეტავ რომელი მათგანი ამ მიზანს დაეთანხმებოდა ან არ დაგმობდა ... 

   წადი, მიშა, საქართველოსთვის ბრძოლისა არაფერი გაგიგია!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: