ბედნიერებაა, რომ "ნაციონალები" ზოგი ქუჩაშია და ზოგი ქვეყანაში ვერ ჩამოდის
"დიდი ბედნიერებაა, რომ ნაციონალები ზოგი ქუჩაშია და ზოგი ქვეყანაში ვერ ჩამოდის"-აღნიშნული განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
"გზავნილები არ მომისმენია. ზოგადად, დიდი ბედნიერებაა, რომ "ნაციონალები" ზოგი ქუჩაშია და ზოგი ქვეყანაში ვერ ჩამოდის. გარედან ლაპარაკობს, არ არიან ხელისუფლებაში და არ ანგრევენ ქვეყანას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.