რიჩარდ ნორლანდი: დავით ბაქრაძესთან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ!
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის დანიშვნის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გამოეხმარა.
ნორლანდმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ნაყოფიერი თანამშრომლობა ექნება ახალ მინისტრთან.
"გუშინ შევიტყვეთ მისი დანიშვნის შესახებ და ველით, რომ მასთანაც გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა ზუსტად ისე, როგორიც გვქონდა მინისტრ პეტრიაშვილთან. ჩვენ მას შევხვდებით მას შემდეგ, რაც დაიწყებს ამ თანამდებობაზე მუშაობას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.