გუშინდელი აქციით ნაცები შეგნებულად გახდნენ ოკუპანტის მეკავშირეები
"როდესაც აქცია ეწყობა ქვეყნის ოკუპაციის წინააღმდეგ და ლოზუნგია "არა ოკუპაციას" - ის არ უნდა იყოს პარტიული და მასზე მინიმუმ 1 მილიონი ადამიანი უნდა იდგეს, მილიონიანი მარში უნდა გაიმართოს, რადგან ეს თემა არ არის რაღაც ლოკალური პოლიტიკური ამოცანა", - აცხადებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე.
ბრეგაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობის" ქმედება იყო შეგნებული და მიზანმიმართული.
"ნაცებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ თავიანთ აქციას შეურჩიეს ძალზედ მნიშვნელოვანი ლოზუნგი "არა ოკუპაციას" და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ დაძახებულზე მილიონი და მეტი ადამიანი არ გამოვიდოდა ქუჩაში. ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ხალხი, რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას, მიუხედავად თავიანთი პროტესტისა, არ მივიდოდა და არ დადგებოდა იქ, სადაც ლიდერები იყვნენ გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია, როლანდ ახალაია, კობა ხაბაზი და სხვა მსგავსი ოდიოზური ფიგურები. გული მოგიკვდება, გადახედეთ დღევანდელ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს და ნახავთ, რომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ერთხმად გაიძახიან, რომ თბილისში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა მოსახლეობის 0.1%, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ თვლის ოკუპირებულად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომ ქართველები შეეგუენ დე-ფაქტო სიტუაციას, რომ ოკუპაციის თემა უკვე საქართველოს მოსახლეობისთვისაც არაა აქტუალური. ითვლიან მარტივი არითმეტიკით , რომ თუ ქართველთა რაოდენობა 5 მილიონია, მაშინ აქციაზე არ მისულა არც 10% (5000000), არც 1%(50000) და მართლაც 0.1% პროცენტი იდგა რუსთაველზე", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.