თინა ხიდაშელი: აქციაზე 2 ათასით ნაკლები თუ გამოვიდა ამით ნაცმოძრაობა გაქრება?
საქართველოს პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას facebook -ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"აქციას ვერ ვუყურე. მთელი დღე ქუჩაში ვიყავი.
რამდენიმე წუთია მოვედი სახლში. ძილს აზრი არ აქვს, ერთ საათში მორიგ ჯერზე აეროპორტისაკენ ჰერი ჰერი.
ფბ-ზე კომენტარებს ვკუთხულობ.
იგივე ამბავია. დავა რაოდენობაზე, რუსთავი 2-ის წამყვანის დაცინვა, რომელმაც რაღაც ისე ვერ გამოთქვა, როგორც საჭირო იყო, ძირითადად ქილიკი და დაცინვა აქციის მონაწილეების და რა ვიცი კიდევ, ზუსტად იგივე რაც ბევრი წლის მანძილზე ბევრი ხელისუფლების მომხრისგან ითქმებოდა ხოლმე ოპონენტებზე.
ისეთი დაღლილი ვარ, აზრებს თავს წესიერად ვერ ვუყრი, მაგრამ გაოცებას მაინც ვახერხებ.
და რა მნიშვნელობა აქვს 10 ათასი ადამიანი იყო, 8 თუ 15 დღეს რუსთაველის გამზირზე?
რა იცვლება ამით?
2 ათასით ნაკლები თუ გამოვიდა ამით გაქრება ნაცმოძრაობა, თუ 5 ათასით მეტი თუ იქნებოდა ამით აფხაზეთს დავიბრუნებდით?
ვინც თვლით, რომ "ჩანჩურები" და სხვა ტერმინებს ვერ გავიმეორებ არიან, რატომ იშლით ნერვებს და იღლით თავს?
ამდენი წლის შემდეგ ვინც როგორ დაინახა უკვე დაინახა.
ხვალ 8-10-15 ათასზე დავით დიდი თვალების ახელა დადგება თუ ნიღაბს ჩამოვგლეჯთ იმას ვისაც ამდენი ხანია ვერ ჩამოვგლიჯეთ?
ამდენი ნერვები და ენერგია იმას რომ დავუთმოთ, როგორ გავხადოთ დღევანდელი საქართველო კიდევ უფრო უკეთესი, როგორ დავაჩქაროთ რეფორმები, როგორ მოვახერხოთ, რომ თითი თვალში ვერასოდეს ვერ გვატაკონ, არა იმიტომ რომ 9 წელი ცოცხი ეჭირათ, არამედ იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი ექნებათ, აჯობებდა მე მგონი, მაგრამ ახლა დილის 3 საათია და გამიმრუდდა მზერა როგორც ჩანს დაღლილობით და უძილობით და ამის ბრალია.
ხვალ დილიდან აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ დავა რაოდენობაზე და რაც მთავარია, ყველა იქ მისულ ჩვენს თანაქალაქელს, ჩვენს უბნელს, მეზობელს მეცოცხეები უნდა ვეძახოთ",- წერს ხიდაშელი.