სოსო მანჯავიძე:-"აბა, ბარამიძის წინააღმდეგ ხომ არ წახვალთ, ამერიკელებს ეწყინებათ!"

სოსო მანჯავიძე:-"აბა, ბარამიძის წინააღმდეგ ხომ არ წახვალთ, ამერიკელებს ეწყინებათ!"

   თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ემზარ კვიციანის მხარდასაჭერ აქციას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"იქნებ დაგვდოს პატივი და გაგვანათლოს პროკურატურამ,რა დააშავა ემზარ კვიციანმა ისეთი,რომ მისთვის 12-ი წელი მოითხოვა? ვინც ტერიტორიები ჩააბარა, ანექსიის წინააღმდეგ მიტინგებს აწყობდეს და ვინც ქვეყანას იცავდა ციხეში იჯდეს,ასე გინდათ ქვეყნის მართვა და გგონიათ გაგივათ?

   ვაი თქვენს და ჩვენს პატრონს მართლა,უბედურს!

   აბა,ბარამიძის წინააღმდეგ ხომ არ წახვალთ,ამერიკელებს ეწყინებათ!

   რაც მეტად მონურად იქცევა მონა,მით ულმობელია ბატონი!

   ჩაწვდით ამ მარტივ ჭეშმარიტებას!"

 

   ცნობისთვის, დღეს, 17 ნოემბრეს 10:00-ზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ემზარ კვიციანის მომხრეები იკრიბებიან. მათი თქმით დღეს 10 საათზე გაიმართება ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი. არსებული ინფორმაციით პროკურატურამ ემზარის პატიმრობისთვის12 წელი მოითხოვა!

   კვიციანის მომხრეები აცხადებენ, რომ სირცხვილია კოდორის ხეობის დამცველი ემზარ კვიციანი ციხეში იყოს, ხოლო ის ხალხი, რომლებმაც კოდორი და მასთან ერთად სამაჩაბლოს მიწები დაკარგა, მიტინგებს აწყობდნენ...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: