დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ მოძრაობენ

დედაქალაქში ყვითელი ავტობუსები აღარ მოძრაობენ

დედაქალაქში ყვითელი ავტობუსის მზღოლები გაიფიცენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.

მძღოლებს შემუშავებული აქვთ 17-პუნქტიანი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებსაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.

მძროლების საკუთარი მოთხოვნების სასწრაფოდ დაკმაყოფილებას მოითხოვებ და აცხადებენ, რომ ამჯერად  გამაფრთხილებელი გაფიცვით შემოიფარგლებიან და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.


მძღოლების გაფიცვას თბილისის მერია გამოეხმაურა.  მათი განცხადებით, მძღოლების 17-პუნქტიანი მოთხოვნიდან 15 პუნქტი დაკმაყოფილებულია. ამის მიუხედავად, პრობლემა  ჯერ  არ აღმოფხვრილა. თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად  მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, რამაც მიკროავტობუსების გადატვირთვა გამოიწვია, ამან კი მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: