ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?

ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?

  პარტია "იმედის" ლიდერი, ირინა სარიშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

 

  "ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?", - ამ კითხვისთ მიმართავს სარიშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას.

"რამდენიმე დღეა, აქ ტრიალებს ირაკლი ალასანიას განცხადება, სადაც ის მთავრობას ემუქრება, თუ შეთანხმებას არ შეასრულებთ, ყველაფერს ვიტყვიო.
აი, რასაც ვერ ვიტან რა! ვერც საქმეში და ვერც პირად ცხოვრებაში! აი ეს ფრაზები: "ყველაფერი არ მათქმევინო", "ეხლა პირი არ დამაღებინო", "მე ჯერ ყველაფერს არ ვამბობ", "წესიერად თორე გავაღე პირი" და ა. შ. ამას იურიდიულ ენაზე ალბათ შანტაჟი ქვია, ქართულ ხალხურად კი ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბოზურია (ბოდიში სლენგისთვის)!
ხოდა, იკაკო! საყვარელო! ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?", - წერს ირინა სარიშვილი.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: