დავით ბაქრაძე ბრიუსელში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

დავით ბაქრაძე ბრიუსელში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში დღეს მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

 დავით ბაქრაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას დაესწრება.

"ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა იმართება საქართველო ევროკავშირის, სადაც საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას გავცვლით ევროკავშირთან გაწეული სამუშაოს შესახებ. გაკეთდება კომენტარები ორივე მხრიდან, დაისახება მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ასევე ორმხრივი შეხვედრები იგეგმება. პრემიერი გამართავს შეხვედრებს ევროკომისრებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ 15 ნოემბერს გახდა ცნობილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: