ირაკლი აბესაძე: სოციალური მიმართულების დაფინანსება 6 მილიონ 600 ათასი ლარით მცირდება!

ირაკლი აბესაძე: სოციალური მიმართულების დაფინანსება 6 მილიონ 600 ათასი ლარით მცირდება!

    საკრებულოს წევრ, ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. მისივე განცხადებით მგზავრობასთან დაკავშირებით, რომელზეც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ წინა კვირას განაცხადა, უარს ამბობენ.

 აბესაძის თქმით, რომ შემცირებულია სოციალური მიმართულებების დაფინასებაც.

"სოციალური მიმართულების დაფინანსება მცირდება 6 მილიონ 600 ათასი ლარით, უარს ეუბნებიან უფასო მგავრობაზე პენსიონერებს, სტუდენტებს, ბაღის პედაგოგებს, რომლებსაც ნარმანია თავად დაპირდა ამ კვირაში შეღავათებს. შესაბამისად ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არ არის ორიენტირებული ქალაქის განვითარებაზე",-განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ  სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ პრიორიტეტებს შორის დაასახელა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება იზრდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: