ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 70 მილიონი ლარი დაიხარჯება

ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 70 მილიონი ლარი დაიხარჯება

  როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-სპიკერმა კახი კალაძემ განაცხადა, რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები ძალიან მიძმე პირობებშია.  


  კალაძის  თქმით, ხაზებისა და ქვესადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონი ლარი იქნება დახარჯული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

"რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან მძიმე პირობებში არის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ძალიან დიდი თანხებია საჭირო, რომ მოხდეს ამ ყველაფრის რეაბილიტაცია. "ენერგო პროსთან" კონსულტაციის შედეგად შევთანხმდით, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 70 მილიონი ლარი იქნება დახარჯული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: