"ტელეიმედის" ჟურნალისტების გადაბირების და შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს!

"ტელეიმედის" ჟურნალისტების გადაბირების და შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს!

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ  2007 წელს "ტელეიმედის" ჟურნალისტების გადაბირების და შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს.


"2007 წელს "ტელეიმედის" წინააღმდეგ სერიოზული პრესი მიმდინარეობდა, მთელი სახელმწიფო მანქანა იყო მომართული ამ ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად, რაც საბოლოო ჯამში მოხერხდა კიდეც.


იმ პერიოდში კონკრეტულად რას ცდილობდნენ, რომელი ჟურნალისტების გადაბირებაზე იყო საუბარი, ეს სხვა ამბავია და საინტერესოა.  უნდა იქნას გამოძიებული, რათა საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, რა მეთოდებს მიმართავდნენ მაშინ!"-განაცხადა დათო ზურაბიშვილმა "რეპორტიორის" პესკლუბში სტუმრობისას.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: