იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
იუსტიციის საბჭო სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ცვლილებების პაკეტის მიხედვით, აღდგება უფრო მძიმე სასჯელის მიერ უფრო მსუბუქი სასჯელის შთანთქმის პრინციპი.
ცვლილებების შემდეგ კი, კანონს მიეცემა უკუძალა, რათა პატიმრებმა ცვლილებით შეძლონ სარგებლობა.
კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართება და მას საკანონდმებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრები, ქვეყანაში აკრედიტირებული მისიების ხელმძრვანელები, იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები დაესწრებიან.