ამ ხელისუფელებამ ემზარ კვიციანის სახით აიკიდა ის ტვირთი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აკიდებული

ამ ხელისუფელებამ ემზარ კვიციანის სახით აიკიდა ის ტვირთი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აკიდებული

სახალხო კრების წევრი, ფილოსოფიის დოქტორი ირაკლი ბათიაშვილი დღეს, "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანისთვის თავისუფლების აღკვეთის საკითხს გამოეხმაურა.

"ეს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო ლაქა ქართული ხელისუფლებისათვის! განცვიფრებული ვარ! აშკარაა, რომ  ემზარ კვიციანის მოსამართლეს დაკვეთა ჰქონდა მიღებული, რომ მას ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა. მე მაინტერესებს - რატომ?

თუ ამ განაჩენის გაუქმება არ მოხდება სააპელაციო სასამართლოს მიერ,  ეს ფაქტი სამარცხვინო ლაქად დარჩება ამ ხელსუფლებას! ამ ხელისუფლებამ ემზარ კვიციანის სახით აიკიდა ის ტვირთი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აკიდებული!"-განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: