ირაკლი სესიაშვილი: ნდობის ჯგუფი ოთხშაბათს შეიკრიბება!
პარლამენტის ნდობის ჯგუფი ოთხშაბათს შეიკრიბება. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ფინანსურ ანგარიშებს, რომელიც აუდიტის სამსახურმა მოამზადა.
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით და დეპუტატების თხოვნით, ჩვენ ასევე განვიხილავთ "სილქნეთსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და შესაბამის საკითხებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.