"თავისუფალი საქართველო"-"ემზარ კვიციანი ივანიშვილის ბრძანებით იდევნება"

"თავისუფალი საქართველო"-"ემზარ კვიციანი ივანიშვილის ბრძანებით იდევნება"

   პარტია "თავისუფალი საქართველო" სასამართლოს მიერ ემზარ კვიციანისთვის გამოტანილ სასჯელს ეხმიანებს და განცხადებას ავრცელებს:

 

   ემზარ კვიციანი ივანიშვილის ბრძანებით იდევნება

   დღეს სასამართლომ ივანიშვილის ჯიბის  პროკურატურის მოთხოვნით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დევნილს ემზარ კვიციანს.

 

   საზოგადოეაბს კარგად ახსოვს, წარსულში ოპოზიციის და დღეს უკვე "ოცნების" ლიდერების ხმაურიანი განცხადებები ნორა და ემზარ კვიციანის დასაცავად, როდესაც ამ საქმის ფაბრიკაციაში ბრალი ყოფილ ხელისუფლებას ედებოდა.

 

   აღსანიშნავია, ისიც რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არ მოუთხოვია ასეთი სასტიკი სასჯელი არც ვანო მერაბიშვილისთვის, არც ბაჩო ახალაიასთვის არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ყველაზე სასტიკი ჯალათისთვის.

 

   ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატიული ცვლილება არ შეხებია 1 ოქტომბრის შემდეგ არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ პირველ რიგში სწორედ პროკურატურას, რომელიც ხელისუფლების ბრძანებების უტყვ შემსრულებლად რჩება. ე.წ. სამართლიანობის აღდენა კი მხოლოდ ივანიშვილის, ღარიბაშვილის და თამაზაშვილის უახლოეს გარემოცვას შეეხო.

 

   მოვუწოდებთ დემოკრატიული ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას ერთად გავაპროტესტოთ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის საქმიანობა, რათა ჩატარდეს პროკურატურის სისტემური რეფორმა, ხოლო ემზარ კვიციანის საქმეზე დაინიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი და ჩატარდეს ხელახალი და სრულმასშტაბიანი ძიება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: