ჯონდი ბაღათურია:-"ნაციონალური მოძრაობა" აპარატზეა შეერთებული და "რუსთავი 2" ვერ იღებს გადაწყვეტილებას გამორთოს ეს აპარატი" (ვიდეო)

ჯონდი ბაღათურია:-"ნაციონალური მოძრაობა" აპარატზეა შეერთებული და "რუსთავი 2" ვერ იღებს გადაწყვეტილებას გამორთოს ეს აპარატი" (ვიდეო)

   საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია საინფორმაციო სააგენტო "რეპორტიორის" გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის საგანგებო ბრიფინგმა, რომელზეც მან 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც "ტელეიმედის" გადაცემა "დროების" ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.

   მამაცაშვილი აცხადებს, რომ ეს პირები იყვნენ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა "რუსთავი 2"-ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძეც.

   "რეპორტიორის" დირექტორის ამ განცხადებას დღეს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა და დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია.

   -"ვადასტურებ გიორგი მამაცაშვილის ინფორმაციას, 2007 წელს "ტელეიმედში"         ნამდვილად მიმდინარეობდა ჟურნალისტების შანტაჟი. ამ ყველაფრის სათავეში კი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა იდგნენ.  ტელეკომპანია "იმედი" იმ დროს ჩაბარდა ღალატით და ამ ღალატის სათავეში ჩემს მიერ დასახელებული ადამიანები იდგნენ!"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.                                                                                                   

   "ქართული დასის" ლიდერი ასევე შეეხო ემზარ კვიციანისთვის 12 წლის შეფარდებას და განაცხადა:-""ემზარ კვიციანის პატიმრობა არის უსამართლობა! იმას, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს კვიციანის განაჩენი".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: