გიგლა აგულაშვილი:-"ეს არის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თემას მიძღვნილი კონფერენცია"
დღეს 09:30 საათზე სასტუმრო "Rooms Tbilisi", აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და CENN ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდება.
როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა გუშინ "ივერიონის" პრესკლუბში განაცხადა, ეს არის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თემას მიძღვნილი კონფერენცია, სადაც განიხილება ბევრი საკითხი, მათ შორის კლიმატის ცვლილებები და სოფლის მეურნეობა.
-"ამ კონფერენციაზე განიხილება ბევრი საკითხი, მათ შორის კლიმატის ცვლილებები და სოფლის მეურნეობა. როგორია როლი სოფლის მეურნეობისა კლიმატზე და როგორია კლიმატის ცვლილებების როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. განვიხილავთ, რას უნდა ველოდეთ 10-20-30 წლიანი პერსპექტივის გათვლით. ეს სტრატეგიის მხოლოდ ნაწილია, სტრატეგიის ნაწილია იმპორტჩანაცვლების პოლიტიკა, ანუ ჩვენ ვცდილობთ ის რესურსი, რაც ჩვენგან გაედინება, იმის გამო, რომ ჩვენი სასურსათო კალათის დიდი მოცულობა იმპორტირებული პროდუქტებით არის შედგენილი, ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით"-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.