ემზარ კვიციანის ოჯახს უფლება აქვს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს
ემზარ კვიციანის ოჯახს უფლება აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. აღნიშNული განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა გააკეთა.
"მათი უფლებაა, ჰქონდეთ პრეტენზია და ასევე მათი უფლებაა, რომ თუკი უკმაყოფილოები არიან, გააგრძელონ განხილვა სასამართლოში იმ კუთხით, რომ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ, თუ ისევ უკამყოფილოები იქნებიან, გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, სამივე ინსტანცია განიხილავს ძალიან ეფექტურად და ყურადღებით ნებისმიერ საქმეს და მათ შორის ამ საქმესაც.