ირაკლი პეტრიაშვილი: მძღოლების მოთხოვნა სამართლიანია!
დედაქალაქის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა. თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ივერიონი" გაერთიანებული პროფკავშირბის თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს დაუკავშირდა.
მისი განმარტებით, მძღოლების მოთხოვნა საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი. მძღოლებს მოთხოვნები 17-პუნქტიანი გეგმის სახით აქვთ ჩამოყალიბებული. ისინი ითხოვენ ხელშეკრულების პირობების შეცვლას.
"თბილისის მერიამ შეიმუშავა შესაბამისი ზომები, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მოთხოვნები ჯერ არ დაკმაყოფილებულა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მძღოლები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ, ტყუილია. ახლა ისინი სარგებლობენ ოთხი წლის წინ დანიშნული ხელფასით, მას შემდეგ კი ლარმა სერიოზული ინფლაცია განიცადა. შესაბამისად, მათი მოთხოვნა სამართლიანად მიმაჩნია, რადგან რეალურად მძღოლების შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლით, მათი ხელფასები მწირია", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.