თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად NATO-ს საწვრთნელი ბაზა მნიშვნელოვანია

თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად NATO-ს საწვრთნელი ბაზა მნიშვნელოვანია

  NATO-ს საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავზარდოთ. აღნიშნული განცხადება  პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.

 

  როგორც სესიაშვილმა განაცხადა, საქარტველო მზად არის, ტავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც აუცილებელია გაძლიერებული პარტნიორობის ფარგლებში.

"მაშინ, როდესაც ჩვენ ვამზადებდით გაძლიერებული პარტნიორობის პაკეტს, ამ ფორმატის მთავარი მიზანი იყო ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობების მხარდაჭერა, ზრდა. სწორედ ამ მიზნით, ამ პაკეტში დაიწერა ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ეს კომპონენტი, ანუ საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობები გავზარდოთ, ამიტომ თავისთავად ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო მზად არის, ყოველმხრივ ნაბიჯი გადადგას და თავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა ამ პაკეტის ფარგლებში. ეს ის პაკეტია, სადაც ვალდებულებები აკისრია ორივე მხარეს. ჩვენ ამას მივესალმებით, მზად ვართ, მაქსიმალურად დავაჩქაროთ მისი იმპლემენტაცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: