ვახტანგ დავითაია:-"გადავარჩინოთ თბილისის იერსახე"
3-4 თვე ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ საგრძნობი გახდეს ცვლილებები არქიტექტურაში, მაგრამ შესამჩნევია ტენდენციები. არქიტექტურის სამსახურის უფროსი არის არქიტექტორი, თითქოს ამაში გასაკვირიც არაფერია და ასე იყო ყოველთვის, გარდა წინა ხელისუფლებისა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას დაახლოებით ერთიდა იგივე პრობლემები შეექმნათ, მაგრამ არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო ყველგან არსებობს. დღეს ჩვენთან არქიტექტურა გავს საბალახოდ გაშვებულ ძროხას, რომელიც თავად მოიპოვებს სარჩოს. ჩვენი არქიტექტურაც ასეა-ყოველგვარი მართვის გარეშეა მიშვებული. წარმოიდგინეთ ორკესტრი, რომელსაც არ ჰყავს დირიჟორი. ეს ძალიან საგრძნობია პროფესიონალებისთვის. აი, ამან გამოიწვია საზოგადოებაში არქიტექტორთა როლის დაქვეითება. ახლა ჩვენ მიმაგრებული ვართ ეკონომიკის სამინისტროს, სადაც მუშაობს 10 კაციანი ჯგუფი და უნდა შეასრულოს ის სამუშაო, რასაც 400 ადამიანი ძლივს აუდიოდა. არა მგონია ეკონომიკის სამინისტრო კარგად ერკვეოდეს ჩვენს პრობლემაში. არქიტექტურაში არსებობს ტერმინი-"დანაშაულებრივი ეკონომიკა".
დავითაიას თქმით ინვესტორი ურიგდება მარალ დონეზე მყოფ პირებს და სამწუხაროა, რომ ამ დროს არ ხდება არქიტექტორის აზრის გათვალისწინება.
-"საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია არქიტექტურაში, რადგან ეს ჩვენი ყოველდღიური ყოფაა და ყველას გვეხება. საქართველოში ხშირად იმართება აქციები ამა თუ იმ ობიექტების მშენებლობის წინააღმდეგ, მაგრამ არ არსებობს არც საბჭო, არც რაიმე მექანიზმი და ამიტომაც არის, რომ პროცესები უმართავად მიმდინარეობს. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთი არქიტექტორი იქნა ჩამოყვანილი, რომლებიც ექს-პრეზიდენტის პირადი შერჩევით ხდებოდა და ყველამ ისიც რა სავალალო შედეგებიც მოჰყვა ამას".
მისი თქმით ქართველ არქიტექტორებს არ ჰქონდათ უცხოელ კოლეგებტან კონტაქტი და ხდებოდა ერთი კაცის სურვილის გათვალისწინებით შენობების დაგეგმარებაც და აგებაც.
-"ჩამოყალიბდა ახალი საჭო, გამოცხადდა 3-4 კონკურსი, ჩვენ კი გვაქვს გარკვეული პრეტენზიები თუნდაც კონკურსის გამოცხადების წესთან და სხვა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომარქიტექტურას ხელმძღვანელობს არქიტექტორი და ხელისუფლებაში გაჩნდა კეთილი ნება მდგომარეობის შეცვლის.
ვახტანგ დავითაია ამბობს, რომ შესაძლებელია დავით აღმაშენებლის ძეგლი თავის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდეს და აქვე დასძენს, რომ ქუთაისის აფეთქების შემდეგ დაზიანებული ძეგლის გადარჩენილი ერთადერთი ელემენტი-ცხენზე ამხედრებული შიშველი ყმაწვილი პარლამენტის ეზოში დაიდგას.
არქიტექტორი საბაგიროს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია.
-" ტყუილია ის, რომ ეს ყველაფერი არ შექმნის დისკომფორტს, შექმნის და საკმაოდ დიდსაც. ამიტომ უნდა გამოინახოს კომპრომისი, მოხდეს შეჯერება და რაც მთავარია საზოგადოების აზრის გათვალისწინება".
კითხვაზე-როგორ გადავარჩინოთ თბილისის იერსახე, არქიტექტორი პასუხობს:
-"პირველ რიგში უნდა არსებობდეს თამაშის წესი-ეს არის გენერალური გეგმა. უნდა იყოს ძირითადი პრინციპები, რომელიც განაპირობებს ქალაქის ჯანმრთელობას და ამ გეგმის შედგენაში უნდა მონაწილეობდეს ყველა დარგის სპეციალისტი. უნდა არსებობდეს გენერალური გეგმის ინსტიტუტი, არ შეიძლება ყველამ რაღაც ახალი გამოიგონოს. უნდა იყოს ქალაქის სატელიები, ამის გამოცდილება საფრანგეთს აქვს და გაამართლა კიდეც. ერთი სიტყვით უნდა გვქონდეს გონივრლი ალტერნატივა".
მისივე თქმით, არ ღირს ველოსიპედის ან ბათუმში არსებულ "შლოპანცების" ძეგლებზე ასეთი ხმაურის ატეხვა, რადგან ასეთ ტენდენციას იცნობს ევროპა და ყველაზე მთავარი-საქართველოს არ სცალია ძეგლებთან საომრად.