თავდაცვის სამინისტროში 2011-2012 წლებში სერიოზული დარღვევები იყო

თავდაცვის სამინისტროში 2011-2012 წლებში სერიოზული დარღვევები იყო

   მაქვს ინფორმაცია, რომ 2011 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროში სერიოზული დარღვევები იყო, ხოლო რაც შეეხება 2013 წელს განცხადების გაკეთება არ შემიძლია. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

"მე თავს შევიკავებდი ყველა ამ ტიპის განცხადებებისგან. მე ზოგადად მაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული დარღვევები იყო 2011-2012 წლებში. 2013 წელთან დაკავშირებით არ შემიძლია გავაკეთო განცხადებები, რამდენადაც ეს ყველაფერი ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება, როდესაც დამთავრდება ნდობის ჯგუფის შეხვედრა, მაინც ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. დაგიდასტურებთ თავად ლაშა თორდიას განცხადებიდან იმას, რომ პროკურატურაში გარკვეული მასალა გადაგზავნილია, რომელიც 2011-2012 წლებს შეეხება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: