ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო

ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი წარმატებული იყო

      ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში. ქართველი ხალხის არჩევანია  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ  ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

 

     ირაკლი სესიაშვილის პრემიერის ვიზიტს წარმატებულად აფასებს.

  "გარდა იმისა, რომ გაკეთდა მართლაც ძალიან კარგი განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან, ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამ პროცესში ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ტემპები, რაშიც, იმედი გვაქვს, ჩვენი ევროპელი კოლეგები მხარს დაგვიჭერენ და ხელს შეგვიწყობენ. ამიტომ ამ ვიზიტის შემდგომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართული იქნება არა უბრალოდ ძლიერი პარტნიორობისკენ, არამედ წევრობისკენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: