ჯეიმს აპატურაი: საქართველო NATO-ს კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს!

ჯეიმს აპატურაი: საქართველო NATO-ს კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს!

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრას, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი facebookის საკუთარ  გვერდზე გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, საქართველო და NATO გააგრძელებენ მუშაობას, რათა განახორციელონ არსებითი პაკეტი, რომელმაც საქართველო NATO-ს კიდევ უფრო უნდა დააახლოვოს. 


"პრემიერ-მინისტრმა მტკიცედ და ნათლად გაუსვა ხაზი, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის აპირებს, განაგრძოს მუშაობა, რათა მიაღწიოს ამ მიზანს. გენერალური მდივანი მიესალმა ამ ფაქტს და თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს, პრემიერ-მინისტრის სახით, იმ წვლილისთვის, რაც ქვეყანას შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში", - წერს აპატურაი.
მისი თქმით, ორივე მხარემ გაიზიარა მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან  გასაფორმებელი ხელშეკრულება იმ ქმედებების ნაწილია, რასაც რუსეთი ევროპის სხვა ქვეყნებში ახორციელებს.


"საქართველო და NATO გააგრძელებენ მუშაობას, რათა განახორციელონ არსებითი პაკეტი, რომელმაც საქართველო NATO-ს კიდევ უფრო უნდა დააახლოვოს", - წერს აპატურაი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: