ემზარ კვიციანი ამ ხელისუფლების ნომერ პირველი პოლიტპატიმარია
ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ემზარ კვიციანისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ეს არის აბსოლუტურად უზნეო გადაწყვეტილება. ამაზე უფრო აღმაშფოთებელი გადაწვეტილება ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს არ მიუღია. აუცილებლად უნდა დადგეს მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიული მთლიანობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება გამოიხატა. გამოსავალი ერთია - უნდა მოხდეს მთლიანად ქვეყნის მობილიზება და ხალხმა თავისი სიტყვა თქვას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ემზარ კვიციანი არის ამ ხელისუფლების ნომერ პირველი პოლიტპატიმარი. აქამდე ამ ხელისუფლებას პოლიტპატიმარი არ ჰყოლია. საინტერესოა, ვისი დაკვეთით მოხდა მისი ციხეში გაშვება. კი ბატონო, გასაგებია, რომ სასამართლოს ისევ "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, მაგრამ პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს ვინ აკონტროლებს? ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა კაკაბაძემ.