ელისო ჩაფიძე: საქართველოში კორუფციის დონე შემცირებულია!
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრ ელისო ჩაფიძეს მიაჩნია, რომ აუდიტი რეალურ დასკვნას დადებს.
"დასკვნები იქნება რეალური, სწორედ ეფექტური აუდიტის დანერგვასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომა ქუთაისში. შემოწმება, განსაკუთრებით ფინანსური, ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას კორუფცია სამინისტროებში და რეგიონებშიც. იმედი მაქვს, რომ ანალოგიურად მოხდება იმ პრობლემებზე რეაგირება, რაც ტენდერებთან, შესყიდვებთან არის დაკავშირებული, რომ საქართველოში იყოს კორუფციის მინიმალური დონე. პარლამენტს, მათ შორის ბიუროს, გამუდმებით უტარდება კამერალური შემოწმებები და ეს მიგვაჩნია, რომ არის ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ კორუფციის დონე საქართველოში არის მკვეთრად შემცირებული", - განაცხადა ჩაფიძემ.