ე.წ. კაბელების საქმეში მასალების გარკვეული ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს

ე.წ. კაბელების საქმეში მასალების გარკვეული ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს

     როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ტავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადება, ე.წ  კაბელების საქმეში  არსებული მასალების გარკვეული ნაწილი არ უნდა გასაჯაროვდეს. არნიშნულ საკითხზე ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

 

       სესიაშვილის თქმით, სახელმწიფო ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნებს დაცული.


"დავინტერესდი თუ რა მდგომარეობაა ამ მასალების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილი აქვს შსს-ში. კონტრდაზვერვის სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა განსაზღვროს ინფორმაციიდან რა ნაწილის გასაჯაროება უნდა მოხდეს. ამ დოკუმენტაციას გავეცანი. მეც ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაწილი, რომელიც შეეხება ძირითადად ტექნიკურ ნაწილს - მაგისტრალს და ცალკეულ დელატებს, არ უნდა გასაჯაროვდეს. ასე ცალსახად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უნდა განსაიდუმლოვდეს და ამაზე ფართო მსჯელობა გაიმართოს. მე იმაშიც ვერ დავეთანხმები ირაკლი ალასანიას, რომ უკვე გარკვეულწილად მოშიშვლდა მისი საიდუმლოების დაცვის ხარისხი. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფო საიდუმლოება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა "არჩევანში".



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: