ვის მოუწევს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება?
ფრაქცია " უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწევს.
როგორც ცნობილია ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში ხუთი წევრია, რომელთაგან ერთ-ერთი თავდაცვის კომიტეტის ტავმჯდომარეა, დანარჩენები კი - უმრავლესობის, უმცირესობის, მაჟორიტარი დეპუტატების, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები.
ნდობის ჯგუფში გამოთავისუფლებულ კვოტაზე პრეტენზია შეუძლია ამ დროისთვის არსებულმა 13-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადოს, რომელთა შორისაც "თავისუფალი დემოკრატებიც" არიან.
"ვინაიდან კახა ოქრიაშვილი აღარ ითვლება უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ მყოფი ფრაქციის წარმომადგენლად, ბუნებრივია, ამ ადგილზე იმ დეპუტატებს შეუძლიათ ნდობის ჯგუფში თავიანთი წარმომადგენლის წარმოდგენა, რომლებიც პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებად ითვლებიან.ასეთი სულ 13 დეპუტატია", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.