მეორე გასაღების პერსპონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა ერთადერთი სწორი გზაა პრობლემის გადაწყვეტისთვის!

მეორე გასაღების პერსპონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა ერთადერთი სწორი გზაა პრობლემის გადაწყვეტისთვის!

ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი მერაბ ტურავა მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
"ფარულ მოსმენებთან  დაკავშირებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა უკანონო მოსმენებს, რომელსაც  შემდეგ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ იყენებდენ.
ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო მუშაობა ცვლილებათა პაკეტის შემუშავებაზე, რომლებიც შეეხება ორ კანონს, ესენია - "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი და "პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ" კანონი.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რათა ამ ორ კანონში შესულიყო შესაბამისი ცვლილებები.  მე ვფიქრობ, რომ ცვლილებათა   ის პროექტი, რაც ამ დეპუტატებმა წარმოადგინეს არის ყველაზე პროგრესული მიდგომა ამ საკითხისადმი",-აღნიშნა მერაბ ტურავამ.
 ტურავა  თვლის, რომ  შს სამინისტროსთან ერთად, მეორე გასაღების პერსპონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა არის ერთდაერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტისთვის.
"რაც შეეხება ორი გასაღების საკითხს, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები არსებობს. მე როგორც ვიცი, პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ერთი გასაღები იქნება შს სამინისტროს ხელში, ხოლო მეორე გასაღები გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის ის სამართლებრივი ფიგურა, რომლის სამართლებრივის სტატუსის გაძლიერების შესახებაც ხაზგასმითაა ნათქვამი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში.
მიმაჩნია, რომ შს სამინისტროსთან ერთად, მეორე გასაღების პერსპონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა არის ერთდაერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტისთვის. ერთი გასაღებით, შს სამინიტრო დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე გასაღები, რომელიც იქნება პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში,    გარანტი იქნება იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არ იქნება ეს გასაღები გამოყენებული არასათანადოდ. შესაბამისად, პერსონალის დაცვის ინსპექტიორი იქნება იმის გარანტი, რომ მოქალაქის პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი", - განაცხადა მერაბ ტურავამ.
 ცნობისთვის: "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე  ე.წ. გასაღების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. თუ ვის ექნება წვდომა პერსონალურ მონაცემებზე ანუ ვინ გააკონტროლებს ე.წ. გასაღებს - საკითხი კვლად დავის საგანია.
პარლამენტში ამ დროისთვის კანონპროექტის რამდენიმე ვერსიაა წარდგენილი. სამუშაო ჯგუფს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებების პაკეტის ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენს, რომლიც ე.წ. ორი გასაღების პრინციპს ემყარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: