ალექსი პეტრიაშვილი: ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ნდობის ჯგუფში!
ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავად არ არის რეგლამენტის სპეციალისტი, თუმცა, როგორც კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, ნდობის ჯგუფში "თავისუფალ დემოკრატებს" ეკუთვნით ადგილი.
"მას შემდეგ, რაც ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპარლამენტო უმრავლესობას შეუერთდნენ, რეალურად დღეს ეს ადგილი ეკუთვნის "თავისუფალ დემოკრატებს". ჩვენ აუცილებლად აქტიურად ჩავერთვებით ნდობის ჯგუფში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.