თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
კომპანია "თელასის" განცხადებით, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და სოფელ წავკისის 706 აბონენტს. 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის 161 აბონენტს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეველეს ქუჩის 192 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.