სოსო ჯაჭვლიანი "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას მოითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან კონფრონტაციაში ადანაშაულებს და "საერთო გაზეთთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "ნაციონალები" რუსეთის დავალებას ასრულებენ.
-"ესენი ბოზი ქალივით არიან, აქეთ რომ გედავებიან. ბოზობა კაცისგან უფრო სასირცხვილოა. ბიჭო, შენ არ ჩააბარე, შენ არ გააკეთე რუსეთის საქმე, ახლა მე მედავები?! თბილისი ვერ ჩააბარა, მაგრამ ნაწილობრივ ხომ გააკეთა მათი საქმე- ამხელა ტერიტორიები ჩააბარა, აღიარების საშუალებაც მისცა. ახლა, რომ ვიშვიშებენ, რუსები დაღესტნიდან ჭრიან გზას და იქიდან ადვილად შემოვლენო, სასაცილო არაა. აგერ, შენ თვითონ არ დააყენე გორში 40 კილომეტრში?! ამ გიჟს 24 საათი პირზე აკერია აგენტები ხართო. თვითონ ვინ არის ხომ ვთქვით. "ნაციონალები" რუსების დავალებას ასრულებენ. რატომ იცი?- ასეთი გეგმაა, რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ვაგინოთ, უნდათ რომ მათთან კონფრონტაციაში ვიყოთ".
ჯაჭვლიანი გაზეთის საშუალებით მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
-"სააკაშვილს პირდაპირ ვეუბნები : შე მართლა ბანძო და ჩმორო, შენ არ გააბანძე საქართველო, შენ არ ხმარობდი მთელ საქართველოს ციხეში, შენ არ აჩვენე ცოლებს, როგორ ხმარობდნენ მათ მეუღლეებს ციხეში?"
უმრავლესობის ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას მოითხოვს.